Friday, April 29, 2011

მაესტრო! ჯანსუღ კახიძე

გამოჩენილი დირიჟორი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). საქართველოს  და სსრკ-ს სახალხო არტისტი, ანსამბლ ”შვიდკაცას” შემქმნელი ჯანსუღ კახიძე - ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1963 წ. სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან.

1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი  მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ). 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში; აღსანიშნავია, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში პირველად დაიდგა საზღვერგარეთ ქართული ოპერა ზ.ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”.

1973-1993 წწ ჯ.კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. 1993 წლიდან კი ჩამოაყალიბა ”თბილისის სიმფონიური ორკესტრი”. ჯ,კახიძის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: რუსეთში, სასომხეთში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში, რუმინეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში საფრანგეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, ლუქსემბურგი და სხვ. იგი კონცერტებს მართავდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. მათ შორის: ლონდონის საფესტივალო დარბაზი, პარიზის სალ პლეიელის საკონცერტო დარბაზი და ელისეს ველების თეატრი, მილანის ლასკალას თეატრი, რომის წმ. სესილის აკადემიის მუსიკალური აკადემიის დარბაზი, ამსტერდამის კონცერხებაუ, ბერლინის ფილარმონია, ლაიფციგის გევანდჰაუზი, ათენის მეგარონის საკონცერტო დარბაზი, ნიუ იორკის ლინკოლნის ცენტრი, სიდნეის ოპერა, მელბურნის ფილარმონია, ტოკიოს ბუნკამარა და ბევრი სხვა. 
ჯ.კახიძეს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა სახელგანთქმულ ორკესტრებთან; მათ შორის: სანქტ-პეტერბურიგს ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი, მოსკოვის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი, პრაღის, და ბოსტონის სიმფონიური ორკესტრები, ვაშინგტონის ნაციონალური და სან დიეგოს სიმფონიური ორკესტრები, ლონდონის ფილარმონიის ორკესტრი, ბი-ბი-სის სიმფონიური ორკესტრი, შოტლანდიის ნაციონალური სამეფო ორკესტრი, ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი, გევანდჰაუზის სიმფონიური ორკესტრი, დრეზდენის ფილარმონიის ორკესტრი, გერმანიის სიმფონიური ორკესტრი, ლასკალას სიმფონიური ორკესტრი, რომის ნაციონალური ოპერის ორკესტრი, გენუის ოპერის ორკესტრი, ბოლონიის ოპერის ორკესტრი, ტოსკანის სიმფონიური ორკესტრი, ამსტერდამის ფილარმონიის ორკესტრი, ჰააგის ფილარმონიის ორკესტრი, ვრედენბურგის რადიო-ფილარმონიის ორკესტრი.

მასთან თანამშრომლობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები: ფრეირი, პოგორელიჩი, კუპერი, დონაჰიუ, ლეგრანი, ბლეკშოუ, დუშაბლი, რუდი, ლეონსკაია, ნეიჰაუზი, კერერი, კრაინევი, პლეტნიოვი, პეტროვი, გავრილოვი, ალექსეევი, ვიარდო, ოვჩინიკოვი, სლობოდიანიკი, კისინი, ვირსალაძე, თორაძე, კორსანტია, ამირეჯიბი, ანჯაფარიძე, დოიჯაშვილი, ბოლქვაძე, ვაჩნაძე, ოისტრახი, კაგანი, სპივაკოვი, ტრეტიაკოვი, რეპინი, ვენგეროვი, კრემერი, პესკანოვი, რახლინი, მახტინი, გლუზმანი, სიტკოვეცკი, ბერლინსკი, ჩებოტარიოვა, ლოკვუდი, ისაკაძე, მ. და ნ. იაშვილი, ბათიაშვილი, მდინარაძე, როსტროპოვიჩი, გუტმანი, მაისკი, კნიაზევი, მონიგეტი, გაბარაშვილი, ბაშმეტი, გარბარეკი, ლეტიეკი, ბრუნერი, მარკი, დიმიტროვა, მარტინუჩი, ატლანტოვი, ობრაზცოვა, სოტკილავა, ქასრაშვილი, ანჯაფარიძე, ანდღულაძე, ტატიშივილი, ჭყონია, ბურჭულაძე, მაისურაძე, ალიბეგაშვილი, ათანელი, ლამორისი, ჯავახიშვილი, გუგუშვილი, გამგებელი, ხომერიკი, გურგენიძე, შომახია, ონიანი, სურგულაძე და მრავალი სხვა.

ჯ. კახიძის ინიციატივით და ძალისხმევით თბილისში გაიხსნა სიმფონიური მუსიკის ახალი დარბაზი (1989 წ), რომლsac dRes jansuR kaxiZis saxelobis თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრი ewodeba. igi ამ ცენტრის პრეზიდენტი გახლდათ გარდაცვალების დღემდე (2002).
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ დაარსდა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი” (1993 წ). ყოველწლიურად მისი სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები. აგრეთვე მან მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ბაზაზე შექმნა საქართველოში პირველი პროფესიული ბიჭუნათა გუნდი (2000 წ).

ჯ.კახიძის სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.                

1995 წელს მას გადაეცა თბილისის მერიის სპეციალური პრიზი კულტურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. 1996 წელს იგი გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. გარდა ამისა იგი ქალაქ ლოძის (პოლონეთი) საპატიო მოქალაქეა. 

ოდრი ჰეპბერნი

არსებობენ ქალები, რომელთა სილამაზე უკვდავია, ვისი გრაცია და აუხსნელი ხიბლი უეჭველია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მშვენიერ ქალბატონებს უწოდებენ, ხან კი სპეტაკი სილამაზის გენიოსებს დაარქმევენ ხოლმე.
ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი მათგანია – თხელი, სიფრიფანა, დახვეწილი, ნაზი, როგორც მინდვრის ყვავილის არომატი ან გაზაფხულის ნაზი ნიავი.
გგონია, რომ ასეთი ლამაზმანების ცხოვრება სიამოვნებისა და გამარჯვებების მთელი წყებაა.
მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?!.
1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა. მსოფლიოში სასტიკი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. გერმანიაში ხელისუფლებისკენ ილტვოდნენ ნაცისტები, საბჭოთა კავშირში “დიდი გარდატეხა” მიმდინარეობდა. 
ჯონ ვიქტორ რასტონ-ჰეპბერნისა და მისი მანერული ლამაზმანი მეუღლის ელა ვან ჰეემესტრას შეეძინა გოგონა, რომელსაც ოდრი კეტლინი დაარქვეს. 
ოდრის დედა ძალაუფლებისმოყვარე, სისუსტეების მიმართ შეურიგებელი, მაღალი საზოგადოების ქალბატონი იყო. არისტოკრატი სულითა და სისხლით, არ ითმენდა შეწინააღმდეგებას.
ბავშვობიდან ოდრის ესმოდა: “ნამდვილი ქალბატონის წონა არ შეიძლება 46 კილოგრამზე მეტი იყოს!” ყველა, ვინც მოგვიანებით მისი ბრწყინვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალბათ არც კი დაფიქრებულა, რა ძვირად უღირდა იდეალური აგებულება.

ოდრის მოწოდება არც მუსიკა იყო და არც ბალეტი. ჰეპბერნმა თავისი ძალის მოსინჯვა კინოხელოვნებაში გადაწყვიტა. კინოკარიერა ევროპაში დაიწყო და რამდენიმე პატარა, უმნიშვნელო როლი შეასრულა. ოდრი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა 1951 წელს თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიიღო – ერთ-ერთ ინგლისურ ფილმში ბალერინა უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ დამწყები მსახიობი ბროდვეულ წარმოდგენაზე – “ჟიჟი” – მიიწვიეს. ეს პარიზელი კურტიზანი ქალის ისტორია იყო, თუმცა ნორჩმა ოდრიმ ისე შესთავაზა მაყურებელს ეს როლი, რომ პიესის ავტორი – ქალბატონი კოლეტიც კი აღაფრთოვანა.
საკვანძო მომენტი მის კარიერაში “რომაულ არდადეგებში” მონაწილეობა იყო. დედისგან მემკვიდრებით მიღებული არისტოკრატული გრაციის წყალობით, ოდრიმ იდეალურად მოირგო პრინცესის როლი. მისი დახვეწილი მანერები, შესანიშნავი წელი, შეშინებული და მიამიტი გოგონას ფართოდ გახელილი თვალები - «ბემბისავით თვალების აქვს!» - გაყვიროდნენ აღტაცებული ამერიკელი რეპორტიორები.
ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მარჯვე ლამაზმანი ჰეპბერნი თავს “ცუდად” თვლიდა – ზედმეტად ცრუპენტელად, სულელად, აუტანლად მსუქნად და გამოუსადეგრად! რაც უნდა გაეკეთებინა, როგორაც უნდა შეექოთ კრიტიკოსებს, ყოველთვის ახსენდებოდა დედის უკმაყოფილო სახე...
თუმცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, “კონკიას” მომდევნო ისტორია “საბრინაში” კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ოდრის.
კინოეპოპეა “ომი და მშვიდობა”, რომელიც იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, ძალიან ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გახდა ღირებული, რომ მასში ნატაშა როსტოვას ოდრი თამაშობდა. შემდეგ იყო “საუზმე ტიფანისთან”. ამ ფილმა ტიფანის საიუველირო სახლს გაუგონარი პოპულარობა მოუტანა.
რეკლამა გაუკეთდა ქალური ელეგანტურობის სიმბოლო “პატარა შავ კაბასაც”. შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათში ოდრის წარმატების შემდეგ, კოკო შანელის ქმნილებამ თითქოს მეორედ შეისხა ხორცი. ფილმის ყველა სამოსი ახალგაზრდა, საოცრად პოპულარულმა იუბერ ჟივენჩიმ შექმნა. მოდელიერმა ოდრის სახით თავისი მუზა იპოვა, მისი აზრით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქალი.
...ბერნარდ შოუს “პიგმალიონის” მიხედვით შექმნილი კომენდია “ჩემი მშვენიერი ლედი” ჩაფიქრებული იყო, როგორც გრანდიოზული კოსტიუმურ-მუსიკალური პროექტი. მართლაც, ფანტასტიკური ტუალეტები, გამაოგნებელი თავსაბურავები, რომელთაც ასაღწერ ეპოქასთან საერთო არაფერი ჰქონდა, შლაპები ბუმბულებითა და ბაფთებით, მორთულობა, რომელშიც ფანტაზია მეტი იყო, ვიდრე ისტორიული სინამდვილე , მთავარი გმირის გამონაკვთული ფიგურა - აღაფრთხოვანებდა.
ოდრი ძალიან გულწრფელად თამაშობდა, ლონდონელი მეყვავილის დაკონკილ კაბაშიც ორგანულად გამოიყურებოდა და გიპიურის სამოსშიც, რომელიც მისი მშვენიერი სხეულის კონტურებს იმეორებდა.
60-იან წლებში ოდრი ნაყოფიერად მუშაობს.

მთელი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდეგაც ოდრი ჰეპბერნი იუბერ ჟივენჩის მუზა იყო. 24 წლის დამწყები მსახიობი მან 1953 წელს, საკუთარი მოდის სახლის გახსნის შემდეგ გაიცნო. ოდრი ვარსკვლავი ჯერ კიდევ არა, მაგრამ ლამაზი ქალი კი ნამდვილად იყო. იუბერს მაშინვე სილამაზის იდეალად მოეჩვენა. 40 წელი და კიდევ მეტი Givenchy-ს მოდის სახლი ქალურ და დახვეწილ მოდელებს სწორედ მისთვის ქმნიდა. რომ თხოვდებოდა, ოდრის მეგობრის შექმნილი კაბები ეცვა.

ბოლო დღეები მსახიობმა სახლში, შვეიცარიულ ალპებში გაატარა. არავის ნახვა სურდა, რობერტ უოლდერსის გარდა. 1993 წლის 20 იანვარს ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა მშვენიერ ლედიდ ყველაზე ლამაზი ზღაპრიდან.
... როცა სილამაზის დედოფალი გარდაიცვალა ქმართან და შვილებთან ერთად წესის აგებას იუბერიც ესწრებოდა და განაცხადა კიდეც, რომ ოდრი “სიყვარულისა და სილამაზის მომტანი ნამდვილი ფერია იყო”.

”პოპის მეფე” ანუ მაიკლ ჯექსონი

  
     მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი) 1958 წლის 29 აგვისტოს. იგი იყო მერვე ათი შვილიდან. იგი ასევე  ცნობილია როგორც MJ ან "პოპის მეფე" იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში. 

 
    კექსონის მამამ, ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown record. მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმს ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლებით.
     1982 წელს ჯექსონმა ფილმისათვის 'უცხოპლანეტელი' (რეჟ.: სტივენ სპილბერგი) ჩაწერა სიმღერა "Someone In the Dark". იმავე წელს გამოიცა მაიკლის ლეგენდარული ალბომი Thriller, რომელიც თითქმის დამატებითი პრომო-კამპანიის გარეშე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად და ცნობილ მუსიკალურ ალბომად. სინგლები ამ ალბომიდან ( "Billie jean", "Beat It," და "Wanna Be Startin' Something") ფიგურირებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სიმღერების ჰიტ-აღლუმებში. ალბომს მიენიჭა ორმაგი ალმასის სტატუსი, მთელ მსოფლიოში გაყიდული 29 მილიონი დისკისათვის. იგი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ალბომად. დღეისათვის გაყიდულის მისი დაახლოებით 110 მილიონი ასლი.
   1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა.
   1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .
მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე "
ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც:
მამიკო იყო საუკეთესო მამა , რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ , მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა , რომ ის ძლიერ მიყვარს.
მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა, რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე - ერვინ გავიზო, რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს.
   2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, აგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. შეერთებულ შტატებში შუადღე, საქართველოში კი შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო ცნობა: ლოს ანჯელესში, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა მაიკლ ჯექსონი, „პოპის მეფედ“ აღიარებული ამერიკელი მომღერალი. სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ჯექსონს გული გაუჩერდა.

სამი თვის შემდეგ კი, 26 ივნისს, ჟურნალისტთა წინაშე უკვე მისი უფროსი ძმა, ჯერმენ ჯექსონი წარდგა ამ განცხადებით: "ჩემი ძმა, ლეგენდარული "პოპის მეფე" მაიკლ ჯექსონი, გარდაიცვალა ხუთშათს, 2009 წლის 25 ივნისს, ნაშუადღევის ორ საათსა და 26 წუთზე. ვარაუდობენ, რომ მას გული გაუჩერდა საკუთარ სახლში. მაგრამ მისი სიკვდილის მიზეზი დადგენილად ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ მივიღებთ აუტოფსიის შედეგებს."

მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში ეს ცნობა მეხივით გავარდა. ჰარლემში, ნიუ იორკის შავკანიანთა უბანში, მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება იყო.